"მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებს მანიაკის, ვამპირ ნეთანიაჰუს ბარბაროსობას" - ერდოღანი
მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებს პაციენტის, მანიაკის, ფსიქოპატის და სისხლით მკვებავი ვამპირის, სახელად ბენიამინ ნეთანიაჰუს ბარბაროსობას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, გენოციდი, სისასტიკე, ბარბაროსობა სასწრაფოდ უნდა შეწყდეს კაცობრიობის ალიანსით, ვიდრე გვიანი არ არის, ვიდრე ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მკვლელობის ქსელი მთლიანად გამოვა კონტროლიდან.
ერდოღანის განცხადებით, მსოფლიო ვერ იპოვის მშვიდობას, ვიდრე გენოციდის მომწყობი დამნაშავეები კანონის წინაშე არ გასამართლდებიან.
„მსოფლიო არ დაივიწყებს გარდაცვლილ ჩვილებს, ბავშვებს და უდანაშაულო მოქალაქეებს. ეს ბარბაროსობა, რომელიც სამიზნეში იღებს საავადმყოფოებს, უნივერსიტეტებს, მეჩეთებს, ეკლესიებსა და ლტოლვილთა ბანაკებს, არ იქნება დავიწყებული. ეს სისასტიკე, რომელმაც განზრახ მოკლა ჟურნალისტები და მეცნიერები, არ იქნება დავიწყებული. ჩვენ ვხედავთ, რომ ისრაელის ადმინისტრაცია და სიონისტური ლობი ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს მართლმსაჯულების სასამართლოზე და მოსამართლეებზე ღია მუქარით. მათ ამის საშუალება არ უნდა მიეცეთ. ისრაელს ხელი უნდა შეეშალოს სამართლიანობის გამოვლინების ბოლო ნატეხის განადგურებაში“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- "ვის წარადგენენ ხაზარაძე და გახარია თბილისის მერობის კანდიდატად?!" - პაატა ზაქარეიშვილი
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი