პუტინმა აშშ-ისა და ამერიკელთა ქონების კონფისკაციის უფლება გასცა რუსული აქტივების კონფისკაციის საპასუხოდ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაუშვა აშშ-ის, ამერიკის მოქალაქეების, რეზიდენტების, უპირატესად ამერიკის ბაზარზე მომუშავე კომპანიებისა და მათი კუთვნილი კომპანიების ქონების კონფისკაცია რუსული აქტივების კომპენსაციისთვის. შესაბამისი ბრძანებულება ხუთშაბათს გამოქვეყნდა.
ბრძანებულება რუსეთის კომპანიებსა და კერძო პირებს უფლებას აძლევს, რუსეთის სასამართლოებს მიმართონ და მოითხოვონ, რომ უსაფუძვლოდ იქნეს ცნობილი ქონების ჩამორთმევა აშშ-ის სასამართლოების ან სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებით.
თუკი რუსეთის სასამართლო აღიარებს, რომ კონფისკაცია უსაფუძვლო იყო, სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ კომპენსაციის სახით უნდა წარმოადგინოს რუსეთის ტერიტორიაზე გამონახული აქტივები, რომლებიც აშშ-სთან არის დაკავშირებული.
პუტინის ბრძანებულება უფლებას იძლევა, დააყადაღონ რუსეთის ტერიტორიაზე აშშ-ის ან ამერიკის რეზიდენტებისა და მოქალაქეების უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები, წილები რუსეთის კომპანიებში, ქონებრივი უფლებები.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ის შედგენილია რუსეთისა და რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ აშშ-ის „არამეგობრული და საერთაშორისო სამართლის საპირისპირო“ ქმედებების გამო.
სიახლეები
- “მზია ამაღლობელი გაუტეხელი, ძლიერი ადამიანის სიმბოლოა, მასთან რეჟიმი მთავარში - ღირსების ბრძოლაში დამარცხდა” - გიორგი გახარია
- „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” - ამ ლოზუნგით, გამოცემა „ბათუმელების“ ოფისთან აქცია მიმდინარეობს
- “ეს არის დასჯის დემონსტრაციული აქტი - აბსოლუტურად უინტერესოა, 4 წელი იქნებოდა თუ 2 წელი - განაჩენს სამართალთან საერთო არაფერი აქვს” - მაია მწარიაშვილი
- მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა
- „ლელო - ძლიერი საქართველო“ აცხადებს, რომ მათი ოფიციალური საბანკო ანგარიში დაყადაღებულია