"მოკავშირეებისგან სამხედრო დახმარების გადაწყვეტილებები ერთი წლით იგვიანებს " - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რთული სიტუაციის მიუხედავად, დონეცკის და ხარკოვის მიმართულებებით კონტროლს ინარჩუნებენ. გასულ ღამით, თავდაცვის ძალების მთავარსარდალთან საუბრის შემდეგ, ზელენსკიმ უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვაში თქვა, რომ რუსეთი აქტიურად იყენებს მართვად საავიაციო ბომბებს, რაც ისევ და ისევ აჩვენებს, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები და სამხედროების გადასვლა ახალ საბრძოლო თვითმფრინავებზე.
20 მაისს პრეზიდენტმა ზელენსკიმ სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის დასავლელი პარტნიორები გადაუდებელი სამხედრო დახმარების საკითხების გადაწყვეტას დიდ დროს ანდომებენ და თითოეული გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი წლით იგვიანებს.
ზელენსკის თანახმად, რუსეთისთვის ცაში წინააღმდეგობის გასაწევად ამჟამად სჭირდებათ სულ მცირე 120-130 ავიაგამანადგურებელი და თუ პარტნიორები უკრაინას ახლავე ვერ უზრუნველყოფენ, შეუძლიათ სამიზნეები მეზობელი, ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიებიდან ჩამოაგდონ და ასე დაიცვან უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობა.
როგორ ზელენსკიმ თქვა, ეს ნების საკითხია, მაგრამ ყველა ამბობს ერთი და იგივე სიტყვას, რომელიც ყველა ენაზე ერთნაირად ჟღერს(ესკალაცია). უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ყველას ეშინია ესკალაციის და ყველა შეეჩვია იმას, რომ უკრაინელები იხოცებიან.
სიახლეები
- ,,საქართველო არავის თავს არ ესხმის – საქართველო თავს იცავს უსამართლო დამოკიდებულებისგან"- მაკა ბოჭორიშვილი
- იტალიის პრემიერ-მინისტრი ზელენსკიზე საათ-ნახევრის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა და რუსეთისთვის დათმობებზე წასვლისკენ უბიძგებდა
- 11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება
