"ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის ვასალი არ არის" - ემანუელ მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისგანცხადებით, ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა სორბონის უნივერისტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მაკრონის თქმით, ევროპამ უნდა გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები და ევროკავშირი უფრო აქტიური უნდა იყოს გლობალურ ასპარეზზე.
„არსებობს საფრთხე, რომ ევროპა მოკვდეს. ჩვენ არ ვართ სათანადოდ აღჭურვილები საფრთხეებთან საბრძოლველად“, – განაცხადა მარკონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება, უკრაინაში გაიმარჯვოს. მაკრონი ასევე გამოვიდა ევროპის კიბერუსაფრთხოების განმტკიცებისა და დიდი ბრიტანეთთან უფრო მჭიდრო სამხედრო კავშირების დამყარების მოწოდებით.
„თავდაცვა სამხედრო მრეწველობის გარეშე არ არსებობს. ჩვენ ათწლეულების განმავლობაში არ ვახორციელებდით ამ სფეროში სათანადო ინვესტიციების დაბანდებას. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მეტი და უფრო სწრაფად“, – განაცხადა მაკრონმა.
მაკრონის განცხადებით, ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის არ არის აშშ-ის ვასალი და არასდროს იქნება. ასევე, უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ იცის, როგორ უნდა ესაუბროს მსოფლიოს სხვა რეგიონებს.
„რასაც ჩვენს სამყაროში ავტონომიას ვუწოდებთ, ყველაფერის დელეგირება მოვახდინეთ. ჩვენი ენერგია – რუსეთს. ჩვენი და ჩვენი ზოგიერთი პარტნიორის უსაფრთხოება – არა საფრანგეთს, არამედ სხვებს, აშშ-ს გადავაბარეთ. სხვა კრიტიკული ინტერესები – ჩინეთს. ჩვენ ისინი უნდა დავიბრუნოთ. სწორედ ეს არის სტრატეგიული ავტონომია“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
- "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას"
- "გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება"- გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე
- "ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
- "თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ"