"მოსკოვის ცენტრში, საკონცერტო დარბაზში სროლისა და ხანძრის შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაიჭრა" - მედია
მოსკოვის ცენტრში სროლისა და ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსულ სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებული "ტელეგრამ არხი" “112” ავრცელებს.
ოფიციალური წყაროებიდან დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხი ჯერ არ გაჟღერებულა.
წინასწარი ინფორმაციით, ხუთამდე სპეციალურ ფორმებში გამოწყობილმა შეიარაღებულმა ადამიანმა მოსკოვის ცენტრში, საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლში” ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნეს, რის შემდეგაც ყუმბარა ან ცეცხლგამჩენი ბომბი ისროლეს, რამაც ხანძარი გამოიწვია.
რუსული გამოცემა “მედუზას” ცნობით, ხანძრის ფართობი შესაძლოა სამი ათას კვადრატულ მეტრს მოიცავდეს. ადგილზე სამართალდამცავი და სამაშველო სამსახურები მუშაობენ.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
