"უკრაინა და გერმანია უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმებასთან ახლოს არიან" - ოლაფ შოლცი
გერმანია და უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე, შესაძლოა, მალე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩემი ვარაუდით, ამას მალე დავასრულებთ. საკითხის ბუნება მოითხოვს, რომ ორივე მხარემ ვისაუბროთ მასზე მაშინ, როცა დოკუმენტს ერთად დავასრულებთ და არა მის დასრულებამდე. მაგრამ მაქვს განცდა, რომ ჩვენ მოლაპარაკებების დასრულების ზღვარზე ვართ“, - აღნიშნა შოლცმა.
მისი მტკიცებით, ბერლინი მხარს დაუჭერს კიევს მანამ, სანამ საჭირო იქნება.
გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, გუშინ, ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და საუბრის მთავარი თემა უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის საკითხი იყო.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
