ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს - „მტკიცე დამცველი 2024“ ნატო დღეიდან იწყებს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს დღეიდან იწყებს. წვრთნები, სახელწოდებით – „მტკიცე დამცველი 2024“ (Steadfast Defender 2024) მაისამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 90 000 სამხედრო. წვრთნებში მონაწილეობას იღებს ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფო და ასევე წევრობის კანდიდატი ქვეყანა შვედეთი.
მედიის ცნობით, წვრთნების სცენარი პრაქტიკულად თანასწორ მეტოქესთან კონფლიქტის სიმულაციაა. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი ხომალდი, 80-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავი, ვერტმფრენი და დრონი, სულ მცირე, 1 100 საბრძოლო მანქანა, მათ შორის 133 ტანკი და 533 ქვეითი საბრძოლო მანქანა.
ალიანსის შეიარაღებული ძალების მეთაურის განცხადებით, წვრთნები ნატო-ს რეგიონული გეგმების შესრულების რეპეტიციის გავლას ემსახურება, რაც ალიანსმა ათწლეულების განმავლობაში შეადგინა, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, როგორ უპასუხებს ის რუსეთის თავდასხმას.
„Steadfast Defender 2024“ აჩვენებს ნატო-ს უნარს, სწრაფად განათავსოს ძალები ჩრდილოეთ ამერიკიდან და ალიანსის სხვა ნაწილებიდან ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია ნატო-ს განცხადებაში.
როგორც „როიტერი“ წერს, მსგავსი მასშტაბის წვრთნები ბოლოს იყო Reforger 1988 წელს, ცივი ომის დროს, 125 000 სამხედროს მონაწილეობით და Trident Juncture 2018 წელს 50 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
