გარდაიცვალა ჟაკ დელორი, რომელმაც შექმნა ევრო და გააძლიერა ევროკავშირი
99 წლის ასაკში პარიზში, თავის სახლში, გარდაცვალა ჟაკ დელორი, ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი და ერთიანი ევროპული ვალუტის შექმნის მთავარი ფიგურანტი.
სოციალისტ ჟაკ დელორს გამორჩეული პოლიტიკური კარიერა ჰქონდა საფრანგეთში. 1981 წლიდან 1984 წლამდე იყო ფინანსთა მინისტრი პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანის მთავრობაში. 1995 წელს დელორმა უარი თქვა საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში დიდი უპირატესობა ჰქონდა პოტენციურ კონკურენტებთან შედარებით. „მე ძალიან დიდი სურვილი მქონდა დავრჩენილიყავი დამოუკიდებელი, - აღიარა მან მოგვიანებით, - მე ამას არ ვნანობ, მაგრამ არც იმას ვამტკიცებ, რომ მართალი ვიყავი“,- ამის შესახებ France 24 წერს.
ჟაკ დელორი ევროკომისიას 1985 -1995 წლებში ხელმძღვანელობდა. ეს იყო ევროკავშირის ქვეყნების შიდა ინტეგრაციის გაძლიერების პერიოდი - დასრულდა საერთო საბაზრო სივრცის შექმნა, დაიდო შენგენის ხელშეკრულებები, უზრუნველყოფილი იყო მოძრაობა ევროკავშირის შიგნით, მიღებულ იქნა Erasmus-ის სტუდენტური გაცვლის პროგრამა და შეიქმნა ერთიანი ევროპული ვალუტა ევრო.
ყველა ევროპელი ლიდერი არ ემხრობოდა დელორის ინტეგრაციის გაძლიერებისკენ მიმართულ მისწრაფებებს, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
