"ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად" - ენტონი ბლინკენი
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელს მოუწოდებს, „ჰამასთან“ ომის დროს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად მეტი გააკეთოს.
ბლინკენის თქმით, ისრაელმა დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას და უზრუნველყოს, რომ ჰუმანიტარული დახმარება მიიღონ მათ, ვისაც სჭირდებათ.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ სამხედრო ოპერაციები შექმნილია სამოქალაქო დაცვის ირგვლივ. ვფიქრობ, განზრახვა არსებობს. მაგრამ შედეგები ყოველთვის არ ვლინდება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ამასთან, ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის პოზიცია, რომელიც ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტას არ ემხრობა.
„“ჰამასი“ ჯერ კიდევ ცოცხალი, ჯერ კიდევ უვნებელი და იმ განზრახვით არსებობს, რომ კიდევ, კიდევ და კიდევ გაიმეოროს 7 ოქტომბერი. ეს უბრალოდ გააგრძელებს პრობლემას“, - აღნიშნა ბლინკენმა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
