"მნიშვნელოვანია საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ურთიერთობების მეგობრული, პარტნიორული ხასიათის გაღრმავების გაგრძელება"
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოსა და ირანთან ურთიერთობების მეგობრული ხასიათის გაღრმავების მნიშვნელობაზე საუბრობს. ამის შესახებ, სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთს ჰყავს ოთხი მეზობელი და ყველა ძირითადი საფრთხე და არსებული შესაძლებლობა მათთან ურთიერთობებში იმალება.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიო წესრიგის ჩამოშლის პირობებში, სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი ინსტრუმენტი არის სამშობლოს გაიგივება სახელმწიფოსთან, მის ტერიტორიასთან, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან.
„ამ აღქმიდან გამომდინარე, საკვანძო, პრაქტიკული პრობლემა, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, არის სახელმწიფოს გეოგრაფიული მდებარეობის გაცნობიერება. დასავლეთი-აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ-სამხრეთის საკითხების გლობალური განხილვის წინ მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ ვიმყოფებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჩვენ გვყავს ოთხი მეზობელი და მათთან ურთიერთობებში იმალება ყველა ძირითადი საფრთხე და შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება გვქონდეს. ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ურთიერთობების მეგობრული, პარტნიორული ხასიათის გაღრმავების გაგრძელება“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
