"უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია „ჩავარდა"-ორბანი
უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია „ჩავარდა“ და ბლოკმა უნდა შექმნას ახალი გეგმა, რადგან უკრაინელები ფრონტზე ვერ გაიმარჯვებენ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ორბანმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე განაცხადა, რომ ვერ ხედავს მიზეზს, რის გამოც უნგრეთმა თავისი გადასახადის გადამხდელთა ფული უკრაინის მხარდასაჭერად უნდა გაგზავნოს.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს წინადადება არ იყო სათანადოდ დამუშავებული და არ ჰქონდა სერიოზული მოლაპარაკებების საფუძველი, ამიტომ ჩვენ უარვყავით ეს წინადადება“, – განაცხადა ორბანმა.
ორბანმა თქვა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ბრიუსელის სტრატეგია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას უკრაინაში ფულისა და სამხედრო დახმარების გაგზავნას ითვალისწინებს, ჩავარდა.
„დღეს ეს ყველამ იცის, მაგრამ ისინი ვერ ბედავენ ხმამაღლა თქმას, რომ ეს სტრატეგია ჩავარდა. აშკარაა, რომ ეს არ იმუშავებს. უკრაინელები ფრონტზე ვერ გაიმარჯვებენ, საჭიროა ახალი გეგმის შემუშავება“, – განაცხადა ორბანმა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
