ალიევმა პუტინს ბოდიში მოუხადა რუსი სამშვიდობოების სიკვდილის გამო
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „ბოდიში მოიხადა და ღრმა მწუხარება გამოთქვა 20 სექტემბერს ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ტრაგიკული დაღუპვის გამო“. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს, ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ.
ალიევმა ასევე პირობა დადო, რომ ინციდენტს გამოიძიებენ საფუძვლიანად და „ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება“. გარდა ამისა, ალიევმა გამოთქვა მზადყოფნა, ფინანსურად დაეხმაროს დაღუპულთა ოჯახებს.
კრემლის პრესსამსახური არ ამბობს, რა უპასუხა პუტინმა აზერბაიჯანელ კოლეგას.
20 სექტემბერს, საღამოს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელშიც რუსი სამხედროები იყვნენ. ისინი დაიღუპნენ. მანქანაში მყოფთა რაოდენობა და ვინაობა დასახელებული არ არის.
რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „მედუზის“ ცნობით, დაღუპულთა შორის არის რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის წყალქვეშა ძალების მეთაურის მოადგილე, 1-ლი რანგის კაპიტანი ივან კოვგანი.
კოვგანი ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის მეთაურის მოადგილე იყო. ის 53 წლის იუბილემდე ორი დღით ადრე დაიღუპა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
