დანია უკრაინას F-16 ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს
დანია უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე 19 თვითმფრინავს გადასცემს. ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ომის დაწყებიდან დანია უკრაინის მხარდამჭერია, რადგან თქვენი თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა“, - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.
დღესვე, ვოლოდიმირ ზელენსკის ნიდერლანდებში ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს უკრაინას ნიდერლანდებიც გადასცემს.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
