ბჟანიას მოსკოვში ოპერაცია ჩაუტარდა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია გაუკეთეს.
„საფუძვლიანი დიაგნოსტირების შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება“, - ციტირებს "აფსნიპრესი" ბჟანიას პრესსამსახურის განცხადებას.
სარეაბილიტაციო პროცესის გავლის შემდეგ, რომელიც რამდენიმე დღეს გასტანს, ის გაგრძელებს მივლინებას მოსკოვში.
აგვისტოს დასაწყისში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას, მოსკოვში ვიზიტის მიმდინარეობისას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მას უროლიტიზის გამწვავება აღენიშნებოდა,
2019 წელს ბჟანიამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში (მისი და მისი მომხრეების აზრით, იგი მოწამლული იყო). 2020 წლის არჩევნებამდეც, ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების გამო, ის სასწრაფოდ მოათავსეს სოჭის საავადმყოფოში, საიდანაც ხელოვნურ კომაში მყოფი პოლიტიკოსი კრასნოდარის კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით ოკუპირებული აფხაზეთის „ჯანდაცვის სამინისტრომ“ უარყო მოწამვლის შესახებ ცნობა და განაცხადა, რომ მას „ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია“ ჰქონდა.
2022 წელს ასლან ბჟანიას რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში თირკმლის ოპერაცია ჩაუტარდა.
სიახლეები
- ტრამპმა არ გამორიცხა, რომ საბოლოოდ პუტინი დათანხმდება უკრაინის თაობაზე შეთანხმებას
- ესპანეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება – ევროკავშირი ქვეყანას დახმარებას უგზავნის
- 15 აგვისტოდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის – უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და სერვისს, ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო მიაწვდის
- მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაცია დასრულდა
- პუტინი უკრაინის საკითხში ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევას აქებს