უკრაინა საომარ მდგომარეობასა და მობილიზაციას ახანგრძლივებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 90 დღით, ანუ 2023 წლის 15 ნოემბრამდე გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან, უკრაინამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია მერვედ გაახანგრძლივა.
უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა გამართულიყო, თუმცა, კანონის მიხედვით, საომარი მდგომარეობის დროს არჩევნები არ ტარდება.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
