"ბოლო დღეებში დრამატული ბუნებრივი მოვლენა მოხდა საქართველოსა და სლოვენიაში, ვლოცულობ მსხვერპლთათვის" - რომის პაპი
რომის პაპი ფრანცისკე საქართველოსა და სლოვენიაში მომხდარ სტიქიებს ეხმაურება.
მისი თქმით, ლოცულობს მსხვერპლთათვის და მადლობას უცდის ადამიანებს, რომლებმაც დაზარალებულებს დახმარება გაუწიეს.
„ბოლო დღეებში დრამატული ბუნებრივი მოვლენა მოხდა სლოვენიასა და საქართველოში, რამაც სიკვდილი და მატერიალური ზარალი გამოიწვია. ვლოცულობ მსხვერპლთათვის, გამოვხატავ სულიერ სიახლოვეს მათ ოჯახებთან და მათთან, რომლებიც ახლა სტიქიის შედეგებს ებრძვიან. მადლობას ვუხდი მათ, ვინც დაზარალებულებს დახმარება გაუწიეს, განსაკუთრებით მოხალისეებს“, – განაცხადა რომის პაპმა.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
