სომხეთმა პირველი „ეროვნული“ ავტომობილის წარმოება დაიწყო
სომხეთმა საკუთარი ბრენდის Sepuh-ის ქვეშ ავტომობილების წარმოება დაიწყო.
ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან კერობიანმა განაცხადა. მისი თქმით, ახლა ავტომობილები სახელმწიფო რეგისტრაციას გადიან და ისინი ირანის უმსხვილესი ავტომწარმოებლის, Iran Khodro-ს მიერ აშენებული ქარხნის კონვეიერზეა განთავსებული. ამავდროულად, სომხეთში არ მოხდება ირანული ავტომობილების აწყობა, თუმცა არც სრულად „ეროვნულია”, ვინაიდან ინტერნეტში გაჟონილი მასალებით თუ ვიმსჯელებთ, ეს სამხრეთ კორეული SsangYong-ის ავტომობილებია.
კერობიანმა გამოაცხადა Sepuh 1 მანქანის წარმოების დაწყება, ხოლო ვიდეოში ორი მოდელი ჩანდა შეკრების ხაზიდან. ეს არის კროსოვერი Tivoli და Rexton SUV. უფრო მეტიც, ამ უკანასკნელის წინა თაობა, რომელიც კორეაში სამი წლის წინ ჩამოხსნეს კონვეიერეიდან სომხურ საწარმოს მიეწოდება მზა მაკომპლექტებლები რომლებიც აწყობილია SKD მეთოდით.
ბრენდის სახელი Sepuh მომდინარეობს შუა საუკუნეების სომხეთიდან. ასე ეძახდნენ საერო თავადაზნაურობის ერთ-ერთი ფენის წარმომადგენლებს, რომლებიც ხშირად იღებდნენ მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმეებში და იკავებდნენ თანამდებობებს სამეფო კარზე.
სხვა ლოგოთი ავტომობილების წარმოება ამ ბოლო დროს სულ უფრო გახშირდა. აქამდე ბელორუსმა გამოაცხადა „ნაციონალური“ ავტოწარმოების შესახებ, რა დროსაც სინამდვილეში BelGee ბრენდის ქვეშ დაიწყო ჩიონური Geely Coolray-ის ავტომობილების წარმოება. იგივე ხდება რუსეთშიც, სადაც „მოსკვიჩის“ ბრენდის ქვეშ აწარმოებენ ჩინურ იაფფასიან ავტომობილებს.
სიახლეები
- "დარწმუნებული ვარ, ბატონ ჰერჩინსკის უნდა ელჩობა საქართველოში, თუმცა, სამწუხაროდ, Deep State-ი არ აძლევს ამის საშუალებას, აკეთებინებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ძალიან მძიმედ აისახება მის იმიჯზე ქართული საზოგადოების თვალში" - პრემიერი
- ქათმის მკერდი სოკოთი
- "არ ველოდი, რომ პუტინი თურქეთში უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრას დაესწრებოდა" - ტრამპი
- "ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მაქსიმალურად გამოვიყენებთ არაფორმალურ ფორმატებს იმისათვის, რომ შესაბამის ლიდერებს ვესაუბროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე"- ირაკლი კობახიძე
- 15 მაისი კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა