"აშშ-სა და ნატო-ს აგრესიულმა პოლიტიკამ, შესაძლოა, ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი შეტაკება გამოიწვიოს"-მარია ზახაროვა
შეერთებული შტატები და ნატო აგრძელებენ სამხედრო დაპირისპირებაში უფრო ღრმად ჩათრევას, მათმა აგრესიულმა პოლიტიკამ, შეიძლება, ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი შეტაკება გამოიწვიოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ყველაზე დიდი საშიშროება არის ის, რომ უკრაინის კონფლიქტში რუსეთის სტრატეგიული მარცხის მიყენების აგრესიული პოლიტიკით მათ საკუთარი თავის პროვოცირება მოახდინეს. აშშ და ნატო აგრძელებენ ფსონების აწევას და სამხედრო დაპირისპირებაში უფრო ღრმად ჩათრევას. აშკარაა, რომ ასეთ პოლიტიკას შეუძლია გამოიწვიოს პირდაპირი შეიარაღებული შეტაკება ბირთვულ ძალებს შორის. ვფიქრობ, არ არის საჭირო კიდევ ერთხელ ავხსნათ ამ კუთხით წარმოქმნილი სტრატეგიული რისკების არსი და მოვლენების შემდგომი განვითარების პოტენციურად კატასტროფული ხასიათი უარესი სცენარის შემთხვევაში“, - აღნიშნა ზახაროვამ.
მისი მტკიცებით, რუსეთი სრულად აცნობიერებს სიტუაციის სერიოზულობას და დასავლეთის ქვეყნებს სისტემურად უგზავნის გამაფრთხილებელ სიგნალებს.
„სიტუაციის შემდგომ გაუარესებაზე მთელი პასუხისმგებლობა დასავლეთის დედაქალაქებს ეკისრება. ჩვენი მხრივ, მხოლოდ მტკიცედ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ რუსეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას საკუთარი უსაფრთხოების ინტერესები და არ ვურჩევდით დასავლეთს ამაში ეჭვის შეტანას“, - დაასკვნა ზახაროვამ.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
