ევროკავშირი გმობს რუსეთის განზრახვას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე. წ. „არჩევნების“ ჩატარების შესახებ
ევროკავშირი გმობს რუსეთის განზრახვას სექტემბერში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე. წ. „არჩევნების“ ჩატარების შესახებ. განცხადება ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო პოლიტიკის საკითხთა მთავარმა წარმომადგენელმა პეტერ სტანომ გააკეთა.
"ეს არის რუსეთის კიდევ ერთი მცდელობა ლეგიტიმური გახადოს უკანონო სამხედრო კონტროლი და მოახდინოს უკრაინის დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის ოლქების და ასევე ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის ანექსია", - ნათქვამია განცხადებაში.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი განზრახვა გაეროს წესდების, და ასევე უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს.
"რუსეთს არანაირი უფლება არ აქვს უკრაინის ტერიტორიაზე ასეთი ქმედებების განხორციელებისთვის“, - დასძინა პეტერ სტანომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ე. წ. „არჩევნების“ ორგანიზებაში ყველა ჩართული პირი, მათ შორის რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, პასუხისგებაში მიეცემა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
