"არ ვფიქრობ, რომ ეს ომი მხოლოდ პუტინის ბრალია, უკრაინის ალიანსში მიპატიჟება არ იყო გონივრული" - ჰენრი კისინჯერი
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი ამბობს, რომ უკრაინაში ომი მხოლოდ პუტინის ბრალი არ არის. მისი თქმით, ომი ნაწილობრივ იმის გამო დაიწყო, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივა განიხილებოდა. ეს განცხადება კისინჯერმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.
„მე არ ვფიქრობ, რომ ეს ომი მხოლოდ პუტინის ბრალია. თავად ომი არის სასტიკი, თავდასხმას უნდა უპასუხო და მე მხარს ვუჭერ უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგობას, მაგრამ ჯერ კიდევ 2014 წელს ჩემს ესეიში გამოვთქვი სერიოზული ეჭვები, რომლებიც მქონდა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გეგმასთან დაკავშირებით. ამით დაიწყო მოვლენების სერია, რომელიც ომით დასრულდა. ეს არ გახლავთ ომის გამართლება, მაგრამ მე მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, რომ, აღმოსავლეთის ბლოკის ყოფილი წევრი სახელმწიფოების ნატო-ში მიღებასთან ერთად, უკრაინის ალიანსში მიპატიჟება არ იყო გონივრული“, – განაცხადა კისინჯერმა.
მისივე თქმით, მაშინ ის გამოდიოდა ინიციატივით, რომ უკრაინას ჰქონოდა ნეიტრალური სტატუსი, რათა ის გადაქცეულიყო მხარეებს შორის ხიდად.
ამჟამად კი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ნატო-ში მიღება აუცილებელია.
„ახლა, როდესაც ნატო-სა და რუსეთს შორის უკვე აღარ არის ნეიტრალური ზონები, დასავლეთისთვის უმჯობესია, უკრაინა ნატო-ში მიიღოს. ეს იქნება გარანტია, რომ კონფლიქტები, რომლებიც შეიძლება, წარმოიშვას ომის დასრულების შემდეგ ან სამშვიდობო შეთანხმების შედეგად, არ შეიძლება იყოს, გადაჭრილი რუსეთის ან უკრაინის ცალმხრივი თავდასხმების გზით“, – განაცხადა კისინჯერმა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
