“ჩვენ გვჭირდება ავიაგამანადგურებლები, რომელთა გარეშეც საჰაერო თავდაცვის არცერთი სისტემა არ იქნება სრულყოფილი"- ვოლოდიმირ ზელენსკი
100%-იანი საჰაერო დაცვა გვჭირდება, მოგვეცით ავიაგამანადგურებლები. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეიკიავიკში ევროპის საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორშაბათიდან სამშაბათს ღამით უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული რაკეტები 100% ჩამოაგდო.
ზელენსკის თქმით, ამას დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეუწყეს ხელი.
“ერთი წლის წინ ტერორისტების მიერ გამოშვებული რაკეტების უმრავლესობის ჩამოგდება არ შეგვეძლო, განსაკუთრებით ბალისტიკურების და როდესაც კითხვას ვსვამ, შევძლებთ თუ არა ამის გაკეთებას ახლა, შეგვიძლია თუ არა ამის ახლა გაკეთება, როდესაც გაერთიანებულები ვართ და გაბედულობით სავსე, რომ სიცოცხლე დავიცვათ, პასუხია შემდეგი: ჩვენ, ერთიანობაში, 100%-ით გავიღებთ ძალას ნებისმიერ საქმეში”, - განაცხდა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ტერიტორია დიდია, და საჰაერო თავდაცვის გუშინდელი შედეგები “წესი რომ გახდეს”, უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები და რაკეტები სჭირდება.
“ჩვენ ასევე მეტი გვჭირდება: ავიაგამანადგურებლები, რომელთა გარეშეც საჰაერო თავდაცვის არცერთი სისტემა არ იქნება სრულყოფილი, და დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე მივალთ. 100% უნდა იყოს ჩვენი ორიენტირი. აგრესორს 0% უნდა მივცეთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
