ზელენსკი ბერლინს სტუმრობს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის შემდეგ გერმანიაში ჩავიდა.
„უკვე ბერლინში ვარ“, - დაწერა მან კვირა დილით ტვიტერზე.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ზელენსკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.
„იარაღი. ძლიერი პაკეტი. საჰაერო თავდაცვა. რეკონსტრუქცია. ევროპა. ნატო. უსაფრთხოება“, - წერს ზელენსკი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს გერმანიაში ზელენსკის პირველი ვიზიტია.
გერმანულმა გამოცემა BILD-მა გამოაქვეყნა ექსკლუზიური კადრები, სადაც ასახულია, რომ ზელენსკი გერმანიის თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდა.
ვოლოდომირ ზელენსკის გერმანიაში კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემიას გადასცემენ მისი და უკრაინელ ხალხის გმირობისთვის. დაჯილდოებას გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლციც დაესწრება.
13 მაისს უკრაინის პრეზიდენტი იტალიას სტუმრობდა, სადაც ქვეყნის პრემიერმინისტრს, პრეზიდენტსა და რომის პაპს შეხვდა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
