"თუ იტყვით, რომ პუტინი ომის დამნაშავეა, გაცილებით რთული იქნება შეთანხმების მიღწევა"
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია „სიენენის“ ეთერში თავი შეიკავა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავედ არ მოიხსენია.
„თუ იტყვით, რომ პუტინი ომის დამნაშავეა, გაცილებით რთული იქნება შეთანხმების მიღწევა, რათა ომი დასრულდეს“, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, პუტინმა უკრაინაში შეჭრით დიდი შეცდომა დაუშვა. მისივე თქმით, ამერიკის პრეზიდენტი თავად რომ ყოფილიყო, ომს ერთ დღე-ღამეში დაასრულებდა.
შეკითხვაზე, ვინ მოიგებს ომს, პასუხის გაცემისგან ტრამპმა თავი შეიკავა.
„არ ვფიქრობ იმაზე, ვინ მოიგებს ან წააგებს ომს. ვფიქრობ, სიტუაციის გამოსწორებაზე. ხალხი იღუპება, რუსებიც და უკრაინელებიც. მინდა, ეს შეწყდეს და მე ამას 24 საათში გავაკეთებ“, – განაცხადა ტრამპმა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
