რუსეთმა სარაკეტო იერიში უკრაინის ქალაქ კუპიანსკის ცენტრზე მიიტანა
სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკზე რუსეთის დღევანდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ С-300 ტიპის ორი რაკეტა კუპიანსკის ცენტრში აფეთქდა. დანგრეულია მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობა.
მუზეუმის თანამშრომელი იყო დაღუპული ქალი, რომლის გვამი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიტანეს. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
