იერუსალიმში პოლიციასა და პალესტინელებს შორის შეტაკება მოხდა
იერუსალიმში, ალ-აქსის მეჩეთში შეტაკებები მოხდა პალესტინელებსა და ისრაელის საპოლიციო ძალებს შორის. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პალესტინელმა ახალგაზრდებმა სამართალდამცავებს პეტარდები და ქვები დაუშინეს, პოლიციამ კი, ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
მასობრივ არეულობას წინ უძღოდა ისრაელის პოლიციის ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა მეჩეთიდან ახალგაზრდების ჯგუფის გაყვანას. პოლიციის თანახმად, ეს პირები შეიარაღებული იყვნენ პიროტექნიკით, ჯოხებით და ქვებით და მას შემდეგ, რაც მეჩეთის დასატოვებლად დიალოგმა შედეგი არ გამოიღო, პოლიციელები კომპლექსის ტერიტორიაზე შევიდნენ.
იერუსალიმში მომხდარ შეტაკებამდე, პალესტინელთა მოძრაობა „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან სარაკეტო იერიში მიიტანა ისრაელის სამხრეთ ნაწილზე. პასუხად ისრაელის არმიამ „ჰამასის“ ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.
სიახლეები
- ორეოს მილქშეიკი
- ზელენსკი ელოდა, პუტინი არ ჩავიდა - რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებები (ჯერჯერობით) ვერ განახლდა
- „ევროვიზია 2025“-ის ფინალისტები ცნობილია
- პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 8 პირი დააკავა – 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის 2 „კანონიერი ქურდია“
- სარფში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს