"ევროკავშირმა რუსეთი „დაკარგა“ - სერგეი ლავროვი
რუსეთი ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად განიხილავს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამოცემა Аргументы и факты-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ევროკავშირმა “დაკარგა“ რუსეთი, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად არის. ევროკავშირის წევრი ქვეყნები და თავად კავშირის ლიდერები ხომ ღიად აცხადებენ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების აუცილებლობის შესახებ. ამ მიზეზების გამო, ჩვენ ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად მივიჩნევთ“, - განაცხადა ლავროვმა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებს შორის მან დაასახელა უკრაინისთვის საბრძოლო მასალისა და იარაღის მიწოდება, ასევე უკრაინაში ინსტრუქტორებისა და დაქირავებული მებრძოლების გაგზავნა.
ლავროვის თქმით, მოსკოვმა გამოიტანა საჭირო დასკვნები და, შესაბამისად, აპირებს იმოქმედოს "მკაცრად, თუკი საჭირო იქნება".
ამასთან, მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი უარს იტყვის „ანტირუსულ კურსზე“, მოსკოვი განიხილავს წინადადებებს რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის შესაბამისად.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისისთვის
- "პუტინი თუ მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, შევხვდეთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო სირბილი მის საძებნელად" - ზელენსკი
- "15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას" - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
- “მტრული აქტი“” - მიდის თუ არა “ოცნება” ვა ბანკზე?
- ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ქუთაისელი მოსწავლეები დააჯილდოვეს