"უკრაინელი ბავშვები ომის ნადავლი არ არიან" - ჰააგის სასამართლოს პროკურორი
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, კარიმ ხანი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია ბავშვებს, როგორც ომის ნადავლს, ისე ექცევა.
„თქვენ უნდა იზრუნოთ მათზე. თუ უსაფრთხოდ არ არიან, უნდა გადაიყვანოთ უკრაინის უსაფრთხო ნაწილში. თუ ეს შეუძლებელია, ნეიტრალურ მესამე ქვეყანაში. რასაც ჩვენ ვხედავთ, არ არის. უბრალოდ დეპორტაცია რუსეთის ფედერაციაში, მათ ხვდებიან უცნობები, რომლებიც მოულოდნელად მათი მშვილებლები ხდებიან. ბავშვები არ არიან საკუთრება და არც ომის ნადავლი“, - აღნიშნა ხანმა.
მან განმარტა, რომ ჟენევის კონვენციების რომის წესდება მშვიდობიანი მოქალაქეების სხვა ქვეყანაში დეპორტაციას კრძალავს.
შეგახსენებთ, გასულ კვირაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა უფლებების საკითხებში რუსეთის კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა, უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციაში მათი როლის გამო.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისისთვის
- "პუტინი თუ მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, შევხვდეთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო სირბილი მის საძებნელად" - ზელენსკი
- "15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას" - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
- “მტრული აქტი“” - მიდის თუ არა “ოცნება” ვა ბანკზე?
- ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ქუთაისელი მოსწავლეები დააჯილდოვეს