"ომის წაგების შემთხვევაში, რუსეთს დაშლიან და არსებობას შეწყვეტს" - დიმიტრი მედვედევი
ომის წაგების შემთხვევაში, რუსეთს დაშლიან და არსებობას შეწყვეტს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ აშშ შეწყვეტს იარაღის მიწოდებას კიევისთვის, ომი დასრულდება.
„ყველა გონივრული ძალისთვის აშკარაა, რომ თუ აშშ-ს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ ჩვენ მსოფლიო კონფლიქტის ზღვარზე ვართ. თუ აშშ-ს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ ჩვენ გვაქვს უფლება, დავიცვათ თავი ნებისმიერი იარაღით, მათ შორის ბირთვული იარაღით. თუ რუსეთი შეაჩერებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, ვერ მიაღწევს გამარჯვებას, რუსეთი აღარ იქნება, მას ნაწილებად დაშლიან. თუ აშშ შეწყვეტს იარაღის მიწოდებას კიევის რეჟიმისთვის, ომი დასრულდება“, – წერს „ტელეგრამში“ დიმიტრი მედვედევი.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
