"საერთაშორისო ყურადღება კონცენტრირებულია უკრაინაზე, ეს ქმნის ახალ რისკებს რეგიონისთვის"
დიდი ხანია, საერთაშორისო ყურადღება კონცენტრირებულია უკრაინაზე, გასაგებია ეს ფაქტი. ეს ქმნის ახალ რისკებს ჩვენი რეგიონისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ საერთაშორისო ყურადღება ჩვენს რეგიონზეც, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენთან საჭიროა ბევრი რისკის მართვა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე – „მოძრავი მთები – უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, გლობალურად არასტაბილური მდგომარეობა რეგიონში ვითარებას ართულებს.
„დღეს არის ისტორიული შეხვედრა, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოაშკარავდეს შინაარსი და კონტექსტი, რომელიც დღეს იქმნება, აქ და ახლა. შეიძლება, გვქონდეს განსხვავებული შედეგი ან ფაქტები, მაგრამ ჩვენ შედეგებზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. ეს არის ჩვენი მიდგომა. კარგად იცით, რომ გლობალურად არასტაბილური მდგომარეობა ჩვენს რეგიონში ართულებს ვითარებას. კარგად მოგეხსენებათ, რომ დიდი ხანია, რაც საერთაშორისო ყურადღება კონცენტრირებულია უკრაინაზე. აბსოლუტურად გასაგებია ეს ფაქტი. ეს ქმნის ახალ რისკებს ჩვენი რეგიონისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ საერთაშორისო ყურადღება ჩვენს რეგიონზეც, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენთან საჭიროა ბევრი რისკის მართვა. ამ მთელ სიტუაციაში, ჩვენი დემოკრატიული სარეფორმო დღის წესრიგი აქცენტირებულია გარდაქმნებზე, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნაზე, სამართლის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და, საერთო ჯამში, ჩვენს რეგიონში ვითარება გაუმჯობესდება. მიმაჩნია, რომ მთელი რეგიონი ისარგებლებს, თუ ყველა საკუთარ წილს შეასრულებს ამ საქმეში“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისისთვის
- "პუტინი თუ მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, შევხვდეთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო სირბილი მის საძებნელად" - ზელენსკი
- "15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას" - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
- “მტრული აქტი“” - მიდის თუ არა “ოცნება” ვა ბანკზე?
- ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ქუთაისელი მოსწავლეები დააჯილდოვეს