თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 15 000-ს გადააჭარბა
თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს მიერ 9 თებერვალს, გამთენიისას განახლებული მონაცემებით, 6 თებერვლის მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 12 391 ადამიანი. დაშავდა 62 914. მთლიანად დანგრეულია 6 400-ზე მეტი სახლი. მიწისძვრით დაზარალებულია დაახლოებით 13 მილიონი მოქალაქე.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება სტიქიური უბედურების ზონაში, რომელიც მოიცავს თურქეთის 10 პროვინციას, მათ შორის კაჰრამანმარაშს, გაზიანთეპს, ჰათაის, ადანას, დიარბაქირს და მალათიას. ოპერაციაში ჩართულია 50 000-ზე მეტი თურქი და უცხოელი მაშველი. სტიქიური უბედურების ზონაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში იყო, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა მეზობელ სირიაშიც, სადაც ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 2 992 ადამიანი.
დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.
სიახლეები
- 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება
- სტამბოლში ორი მიწისძვრა მოხდა
- პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს
- სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
- ,,ის, რომ ევროკავშირი დიდია და ჩვენ იქ გაწევრიანება გვსურს, არავის აძლევს უფლებას, აგვიკრძალოს, გავაკრიტიკოთ ის, რაც კრიტიკას იმსახურებს"- შალვა პაპუაშვილი