"ნატო იაპონიასთან პარტნიორობის გამტკიცებას განაგრძობს" - იენს სტოლტენბერგი
ნატო განაგრძობს იაპონიასთან პარტნიორობის გამტკიცებას უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტოკიოში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას შეხვდა.
„უკრაინის ომი ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ჩვენ ასევე ძალიან მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც იაპონია გვაძლევს, მათ შორის თვითმფრინავებისა და ტვირთების შესაძლებლობების გამოყენებით“, – განცხადა სტოლტენბერგმა.
აღსანიშნავია, რომ აზიური ტურნეს ფარგლებში იენს სტოლტენბერგი მანამდე სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა, სადაც სეულს მოუწოდა, გაზარდონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა.
სიახლეები
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 2024 წელს ევროპაში ადამიანის უფლებათა გაუარესებულ მდგომარეობაზეა საუბარი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 აგვისტოსთვის
- “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები” - ვახტანგ ძაბირაძე
- 5 სცენარი ანუ როგორ შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი - კოშმარი უკრაინისა და ევროპისთვის თუ - ავღანეთის აჩრდილი რუსეთისთვის?!
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 აგვისტოსთვის