ევროკავშირი განიხილავს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული ქონების გამოყენებას უკრაინის რეკონსტრუქციისთვის
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებებს კონსულტაციების გამართვისკენ მოუწოდა იმისთვის, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის ჩამორთმეული, 300 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონება გამოყენებულ იქნეს უკრაინის რეკონსტრუქციისთვის - იუწყება Financial Times-ი 23 იანვარს.
მიშელის თქმით, მას სურს გაანალიზდეს გაყინული ქონების მოგების მოპოვებისთვის გამოყენების შესაძლებლობა და ეს მოგება შემდგომში უკრაინის რეკონსტრუქციაზე დაიხარჯოს, წერს ბრიტანული გამოცემა.
27 წევრისგან შემდგარმა ბლოკმა რუსეთის ქონება გაყინა უკრაინაში მოსკოვის არაპროვოცირებული შეჭრის პასუხად.
სიახლეები
- ამერიკა რუსეთს დამატებით სანქციებს არ დაუწესებს
- საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავა
- იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ მამუკა ხიმშიაშვილი დაინიშნა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
- ჯო ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინეს