რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ მზად არის ფასილიტატორისა და შუამავლის როლი იტვირთოს
თურქეთი მზადაა, უზარმაზარი დიპლომატიური წვლილი შეიტანოს რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაში, - ამის შესახებ „უკრინფორმი“, უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით იტყობინება.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა გაიმეორა, რომ მზად არის შეიტანოს უზარმაზარი დიპლომატიური წვლილი რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაში, ასევე შეასრულონ ფასილიტატორის და შუამავლის როლი ამ პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციაში, ასევე, მითითებულია, რომ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სატელეფონო საუბრისას, რუსეთ-უკრაინის ომის მოვლენები განიხილეს.
საუბრისას ერდოღანმა მწუხარება გამოთქვა უკრაინაში ოთხშაბათს ვერტმფრენის ავარიის გამო, რომლის დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა, დაიღუპა.
ცნობისთვის, 16 იანვარს თურქეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
