საფრანგეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია
საფრანგეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია. „სიენენის“ ინფორმაციით, პარიზში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და აქციის 30-მდე მონაწილე განყოფილებაში დაკითხვის მიზნით გადაიყვანა.
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს პარიზში, მარსელში, ტულუზასა და ნიცაში.
აქციის მონაწილეები საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ. გაფიცვაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, მასწავლებლები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების თანამშრომლები და სხვა სექტორებში დასაქმებულები მონაწილეობენ.
ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული გეგმის მიხედვით, საპენსიო ასაკი ორი წლით – 64 წლამდე უნდა გაიზარდოს.
გაფიცვის გამო, საფრანგეთის ქალაქებში პარალიზებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. პარიზში დახურულია მეტროსადგურების ნაწილი.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
