"აღუწერელი ტკივილია, ნათელი ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც წაიღო ამ შავმა დილამ"
კიევის ოლქის ქალაქ ბროვარში მომხდარ ავიაკატასტროფას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „საშინელ ტრაგედიას“ უწოდებს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„აღუწერელი ტკივილია. ვერტმფრენი ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე დაეცა. დავავალე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის ეროვნულ პოლიციასა და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობით, გაარკვიონ მომხდარის ყველა გარემოება. ტრაგედიის ადგილას ყველა სამსახური მუშაობს. ჩემი სამძიმარი გარდაცვლილთა ყველა ნათესავსა და ახლობელს! დენის, ევგენი, იური, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი… უკრაინის ნამდვილი პატრიოტები, ნათელი ხსოვნა მათ! ნათელი ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც წაიღო ამ შავმა დილამ!“ – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
უკრაინის ქალაქ ბროვარში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ სახლთან ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
