ნეპალში, თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაღუპულია სულ მცირე 40 ადამიანი
ნეპალში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა.
მედიის ცნობით, თვითმფრინავი, რომელშიც 72 ადამიანი იმყოფებოდა, ნეპალის ცენტრალურ ნაწილში, პოხარას აეროპორტთან ახლოს, დაშვებისას ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ავიაკატასტროფის ადგილზე სამაშველო ოპერაციაში ნეპალის ჯარისკაცები მონაწილეობენ.
პრემერ-მინისტრმა პუშპა კამალ დაჰალმა კაბინეტის საგანგებო სხდომა მოიწვია და სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა იმუშაონ სამაშველო ოპერაციებზე.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
