"ვფიქრობ, რომ პუტინი სულის მოთქმას ცდილობს“- ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამით ის „სულის მოთქმას“ ცდილობს.
„თავს ვარიდებ პასუხის გაცემას იმაზე, რასაც პუტინი ამბობს. საინტერესოდ მომეჩვენა. ის მზად იყო დაებომბა საავადმყოფოები, ბაგა-ბაღები და ეკლესიები 25 დეკემბერს და ახალ წელს. ვფიქრობ, რომ ის სულის მოთქმას ცდილობს“, - განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. კერძოდ, პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს დაავალა, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მთელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შემოიღოს.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
