აშშ პუტინის "საშობაო ზავს" ცინიზმს და პროპაგანდას უწოდებს
აშშ მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ნებისმიერ პაუზას გამოიყენებს ძალების მოსაკრებად, სამხედრო დანაყოფების გადაჯგუფებისა და ახალი თავდასხმების მოსამზადებლად.
ამის შესახებ ვაშინგტონში 5 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა საახალწლოდ მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, პრაისმა ცინიზმი უწოდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ გამოცხადებულ „საშობაო ზავს“.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთს მშვიდობა რეალურად რომ უნდოდეს, საკუთარ ჯარს გაიყვანდა სუვერენული უკრაინის ტერიტორიიდან. აშშ-ის ეს პოზიცია გაიმეორა თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა პეტ რაიდერმაც. მან პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთის მიერ გამოცხადებული ზავისადმი სკეპტიციზმის საფუძველია რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის გრძელი სია და მისი უმოწყალო თავდასხმები უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე. უფრო ადრე, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინის „საშობაო ზავი“ დასვენების მცდელობაა. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი 25 დეკემბერს და ახალ წელს ბომბავდა საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებს და ტაძრებს.
5 იანვარს კრემლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გაითვალისწინა რუსეთის პატრიარქ კირილეს მოწოდება და თავდაცვის მინისტრ შოიგუს დაავალა, უკრაინაში ცეცხლი შეწყდეს 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე. 7 იანვარს მართლმადიდებლების ნაწილი, მათ შორის რუსეთსა და უკრაინაში, შობას აღნიშნავს.
უკრაინის პრეზიდენტმა პუტინის მიერ გამოცხადებული ე.წ. ზავი შეაფასა რუსეთის მცდელობად, შეაჩეროს უკრაინის აღმოსავლეთში თავდაცვის ძალების წინსვლა. 5 იანვარს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთს სურს შობა გამოიყენოს დონბასში უკრაინელი მებრძოლების დროებით შესაჩერებლად და მათ პოზიციებთან ახლოს მიიყვანოს საბრძოლო ტექნიკა და მობილიზებული პირები. ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოში ყველამ იცის, რომ კრემლი დროებით შესვენებას იყენებს ომის ახალი ძალით გასაგრძელებლად.
სიახლეები
- “მადლობა ღმერთს, ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდა - ბევრი უდანაშაულო ადამიანი ჰყავთ გამოკეტილი და ეს სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ, ჩვენ დაგიხსნით თქვენ და გიშველით ყველას” - თედო აბრამოვი
- “ანტიკორუფციული ბიუროს წერილი მივიღეთ, რომლითაც ე.წ. უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის დარღვევას გვედავებიან და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით გვემუქრებიან - რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ” - ექვსი არასამთავრობო ორგანიზაც
- დღეიდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის - უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები
- პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
- უკრაინის ძალებმა ასტრახანის პორტში ირანული დრონების გადამზიდი გემი გაანადგურეს