"მტერი შეეცდება, უახლოესი დღეები ჩვენთვის ბნელ და რთულ დროდ აქციოს"
სულ რამდენიმე დღე დარჩა ამ წლის დასრულებამდე. უნდა ვიცოდეთ, რომ მტერი შეეცდება ეს დრო ჩვენთვის ბნელ და რთულ დროდ აქციოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, სიბნელე ხელს ვერ შეუშლის უკრაინას ოკუპანტების დამარცხებაში.
“რუსეთმა წელს ყველაფერი დაკარგა, რაც შეეძლო. მაგრამ ის ცდილობს აანაზღაუროს თავისი დანაკარგები პროპაგანდისტებში ღვარძლის გამოწვევით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე სარაკეტო დარტყმის განხორციელების შემდეგ. ვიცი, რომ სიბნელე ხელს ვერ შეგვიშლის ოკუპანტების დამარცხებაში, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ამ დღეებში საჰაერო განგაშს კვლავ მოძებნეთ და დაიმახსოვრეთ სად მდებარეობს უახლოესი „უძლეველობის პუნქტი“. აუცილებლობის შემთხვევაში უთხარი მშობლებს, როგორ იპოვონ „უძლეველობის პუნტი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით უკვე 5500-ზე მეტი „უძლეველობის პუნტი“ გაიხსნა.
„გთხოვთ, იზრუნეთ საკუთარ თავზე და იყავი მზად სხვების დასახმარებლად. როცა უკრაინელები ერთად არიან, როცა უკრაინელები ერთმანეთის მადლიერნი არიან, ვერ დაგვამარცხებენ. დაე, ყოველთვის ასე იყოს! ასეც იქნება, დარწმუნებული ვარ!“- აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
