პრეზიდენტ ზელენსკის ვაშინგტონში გამგზავრება ოფიციალურად დადასტურდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ვაშინგტონში გაემგზავრა.
ზელენსკი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ აშშ-ისკენ გზაზეა, რათა განამტკიცოს უკრაინის თავდაცვისუნარიანობა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან განიხილოს აშშ-ისა და უკრაინის თანამშრომლობის საკითხები. უკრაინის პრეზიდენტი სიტყვით გამოვა აშშ-ის კონგრესში.
ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი დაადასტურა თეთრმა სახლმაც. მისი პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიწვია, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის მიერ უკრაინის მხარდაჭერას.
ინფორმაცია, რომ ზელენსკი აშშ-ში ჩასვლას დღეს, 21 დეკემბერს გეგმავდა, გასულ ღამით გავრცელდა. დილით, ტელეკომპანია CNN-ი ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში უკვე გაემგზავრა.
აშშ პირველი ქვეყანაა, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვევა უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. 20 დეკემბერს ომის დაწყებიდან 300 დღე გავიდა.
მედიის ცნობით, პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტისას პრეზიდენტი ბაიდენი გამოაცხადებს უკრაინისთვის კიდევ 1.8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების, მათ შორის სარაკეტო სისტემების Patriot-ის გადაცემის გადაწყვეტილებას. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლის ბოლოდან, აშშ-მა უკრაინას გაუწია დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
