"სარაკეტო შეტევის რვა ტალღის შემდეგ ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური დაზიანდა"
უკრაინაში რუსების მასიური სარაკეტო თავდასხმების გამო დაზიანდა ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ენერგოსისტემაში რჩება ენერგიის მნიშვნელოვანი დეფიციტი.
„ქვეყანაში სარაკეტო შეტევის რვა ტალღის შემდეგ დაზიანდა ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური, დაზიანდა მაღალი ძაბვის ქსელის ობიექტების 40% სხვადასხვა ხარისხით”,- განაცხადა შიმგალმა და დასძინა, რომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ ზამთარს „ელექტროენერგიის მოხმარებაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვებით გავივლით“.
მისი თქმით, გასულ კვირას უკვე გამოიყო 100 მილიონი გრივნა კრემენჩუკში თბომომარაგების სისტემის აღსადგენად. კიდევ 50 მილიონი გაიგზავნა სუმის რეგიონში განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.
შმიგალის თქმით, ზოგადად მთავრობამ რეგიონების აღდგენისთვის უკვე გამოყო 5 მილიარდზე მეტი გრივნა.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
