კოსმოსში პირველად გაუშვეს იაპონური აპარატი, რომელიც მთვარეზე დაჯდება
კოსმოსში პირველად გაუშვეს იაპონური აპარატი, რომელიც მთვარეზე დაჯდება. სტარტი განხორციელდა აშშ-ის ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან. კოსმოსური აპარატი HAKUTO-R-ი, რომელიც კომპანია ispace-ის მიერაა აგებული, კორპორაცია SpaceX-ის მიერ წარმოებულმა რაკეტა Falcon9-მ გაიყვანა კოსმოსში.
მთვარეზე გაგზავნილ აპარატში, რომელიც დაახლოებით 1 ტონას იწონის, მოთავსებულია მთვარემავალი Rashid-ი, რომელიც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში შეიქმნა. მისი მასა მხოლოდ 10კგ არის, მაგრამ მას მოეპოვება ორი კამერა, მიკროსკოპი და ტელევიზორი. აპარატმა კოსმოსში წაიღო იაპონური მთვარემავალიც, რომელიც მინიატიურული ზომებისაა. ე.წ. მთვარის რობოტი-ტრანსფორმერი მხოლოდ 250 გრამს იწონის, მაგრამ ასევე შესწევს უნარი, გადაადგილდეს მთვარის ზედაპირზე და დედამიწაზე ფოტოსურათები გამოგზავნოს.
მთვარისკენ HAKUTO-R-ის მოგზაურობა ხუთ თვეს გასტანს. საწვავის მინიმალურად დახარჯვისა და სახსრების ეკონომიის მიზნით, აირჩიეს ფრენის გრძელი ტრაექტორია. შედარებისთვის - ახლახან კოსმოსში გაშვებულმა ამერიკულმა კოსმოსურმა ხომალდმა Orion-მა მთვარის ორბიტას სტარტის შემდეგ ხუთ დღე-ღამეში მიაღწია.
როგორც მოელიან, იაპონური მოდელი აპრილში დაჯდება მთვარეზე. ამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში მთვარემავლები დედამიწაზე გამოგზავნიან მთვარის ზედაპირის ფოტოსურათებს და გამოკვლევებს ჩაატარებენ.
მისიის წარმატების შემთხვევაში HAKUTO-R-ი იქნება მთვარის პირველი მოდული, რომელიც რბილად დაჯდება მთვარეზე და, ამასთან, მთლიანად კერძო სახსრებით არის შექმნილი.
2019 წელს მთვარეზე გაიგზავნა ისრაელის კერძო აპარატი Beresheet-ი. მან მიაღწია დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირს, მაგრამ დაჯდომისას დაიმსხვრა.
სიახლეები
- “მოლაპარაკებები პატივისცემით სავსე და კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა” - პუტინი
- ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო
- ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავდა კიდევ 6 ადამიანი
- “პუტინმა მითხრა, 2020 წლის არჩევნები გაყალბდა, რადგან ფოსტით ხმის მიცემა გაქვთო - ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემით შესანიშნავი დემოკრატია შეუძლებელია” - დონალდ ტრამპი
- ტრამპის და პუტინის პრესკონფერენცია შეთანხმების გამოცხადების გარეშე დასრულდა