"კაცობრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, ცდილობდეს, თავიდან აიცილოს ბირთვული ესკალაცია"
მრავალი ომი იყო, რომელშიც ბირთვული ძალები მონაწილეობდნენ და ეს ბირთვული ძალები გამარჯვებული ვერ გამოვიდნენ. საკმარისია, გავიხსენოთ იგივე ვიეტნამის ომი, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბირთვულ ძალას ყოველთვის არ აქვს ბოლო სიტყვა კონფლიქტში. პეკა ჰაავისტოს თქმით, ის, რაც უკრაინის ფრონტზე ხდება, მეორე მსოფლიო ომს ან ზოგჯერ პირველ მსოფლიო ომსაც ჰგავს.
„ჩვენ არ გამოვრიცხავთ ბირთვულ ომსაც. კაცობრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, ცდილობდეს, თავიდან აიცილოს ბირთვული ესკალაცია, რადგან ბირთვულ ომში გამარჯვებული არ იქნება. დასაწყისში, სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, რუსეთი ძალზე თავისუფლად და დაუდევრად იყენებდა ბირთვულ რიტორიკას. ასევე, ხანდახან ახსენებდნენ ქიმიურ იარაღს, ანუ საუბარი იყო არაკონვენციური იარაღის ფართო გაგებით გამოყენებაზე. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ფინეთმა გადაწყვიტა, გადაეფასებინა თავისი უსაფრთხოების რისკები, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ჩვენი პოლიტიკის ცვლილება. ფაქტია, რომ ჩვენ მზად ვართ მრავალი ტრადიციული სამხედრო საფრთხისთვის. გვყავს ძლიერი ჯარი, რეზერვისტების დიდი რაოდენობა, 300 ათასი, მაგრამ თუ ჩვენ გვემუქრებიან არატრადიციული იარაღით, მაშინ ასეთი საფრთხეების დასაძლევად საჭიროა, ვიმოქმედოთ სხვა ერებთან ერთად. ამ შეფასების შედეგად, ბუნებრივია, გადავწყვიტეთ ნატო-ში გაწევრიანება“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
