"რუსეთი ახლა ეძებს ხანმოკლე ზავს, შესვენებას ძალების აღსადგენად - ამორალური კომპრომისები ახალ სისხლს გამოიწვევს"
უბრალოდ ომის დასრულება არ იძლევა მშვიდობის გარანტიას. რუსეთი ახლა ეძებს ხანმოკლე ზავს - შესვენებას ძალების აღსადგენად, შეიძლება ვინმემ ამას ომის დასრულება უწოდოს, მაგრამ ასეთი შესვენება მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, რეალური და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ რუსული აგრესიის სრული დანგრევის შედეგადაა შესაძლებელი.
„ნებისმიერ გაჟღერებულ იდეას ჩვენი მიწის ან სუვერენიტეტის დათმობაზე არ შეიძლება მშვიდობა ეწოდოს. ამორალური კომპრომისები ახალ სისხლს გამოიწვევს. ჭეშმარიტად რეალური და გრძელვადიანი მშვიდობა შეიძლება იყოს მხოლოდ რუსული აგრესიის სრული დანგრევის შედეგი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან პარტნიორებს უკრაინის მიერ ინიცირებული 10-პუნქტიანი „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელებაში დახმარებისკენ მოუწოდა.
„უკრაინის „მშვიდობის ფორმულაში“ 10 პუნქტია. ეს არის გამოწვევები, რომლებიც უნდა დაიძლიოს უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. ეს არის მშვიდობის ფორმულა მსოფლიოსთვის. უკრაინამ სწორედ ასეთი მშვიდობის ფორმულა წარადგინა. მე ის წარვადგინე გაერო-ს გენერალურ ასამბლეასა და „დიდი ოცეულის“ სამიტზე და გთხოვთ, დაგვეხმაროთ ამ ფორმულის განხორციელებაში! ეს არის ერთადერთი გზა ნამდვილი მშვიდობისკენ”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
სიახლეები
- “გინდათ, ისევ ისე გითხრათ, რომ აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ? – დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ ძალიან მალე” - კახა კალაძე
- რა უნდა ვიცოდეთ მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები
- გამომცხვარი სპაგეტი
- ღამით რუსეთმა დნეპრი დაბომბა – არის მსხვერპლი
- მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დაკავდა