"შოიგუს ბრალდებები „ბინძური ბომბის“ გამოყენებასთან დაკავშირებით, დასავლეთის დაშინების მცდელობაა"
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელმაც აშშ-ის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს, სავარაუდოდ, ცდილობდა შეენელებინა, ან შეეწყვიტა დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინის მიმართ, - ამის შესახებ ამერიკული „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრემლი ამზადებდეს ცრუ დროშის ოპერაციას „ბინძური ბომბის“ თავდასხმის გზით.
„შოიგუს ბრალდებები, სავარაუდოდ, არ ასახავს რუსეთის მზადებას უკრაინაში არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად. ნაკლებად სავარაუდოა, რომ შოიგუს კომენტარები უკრაინის მოსახლეობის ერთ ან მეტ ცენტრზე ან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ბირთვული ტერორისტული თავდასხმის მომასწავებელი იყოს იმ იმედით, რომ შოკში ჩააგდებს უკრაინას და აიძულებს მას დანებებას ან დასავლეთს - უკრაინას დახმარების შეწყვეტას. ნაკლებად სავარაუდოა, ასეთმა თავდასხმებმა აიძულოს უკრაინა ან დასავლეთი დანებდნენ,“ - აღნიშნულია ანგარიშში.
ორგანიზაციის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „შოიგუს სატელეფონი ზარები და რუსული სახელმწიფო მედიის მიერ ყალბი „ბინძური ბომბის“ მუქარის გაძლიერება, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს დასავლური სახელმწიფოების დაშინებას, რომ შეაჩერონ ან შეზღუდონ უკრაინის მხარდაჭერა, რადგან რუსეთი განიცდის მუდმივ სამხედრო წარუმატებლობებს და წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, დასავლეთ ხერსონს დაკარგავს.
სიახლეები
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო