"რუსულ თავდაცვით მრეწველობას არ შესწევს უნარი, იმ ტემპით აწარმოოს საბრძოლო მასალები, რა რაოდენობითაც მას რუსეთი ხარჯავს"
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსულ თავდაცვით მრეწველობას არ შესწევს უნარი, იმ ტემპით აწარმოოს საბრძოლო მასალები, რა ტემპითა და რაოდენობითაც მას რუსეთი ხარჯავს, რის გამოც შემცირებულია შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტების რუსული მარაგები.
დაზვერვის ცნობით, „მხოლოდ 10 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 80-მდე ფრთოსანი რაკეტა გაისროლა, რომელიც ვლადიმერ პუტინის განმარტებით, ქერჩის ხიდის აფეთქების საპასუხო იყო“.
„რაკეტების დიდი ნაწილი თავდაცვითმა სისტემებმა ჩამოაგდო, თუმცა ათობით ჭურვი კიევსა და სხვა დასახლებულ პუნქტებს დაეცა და მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად, მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც იმსხვერპლა“, – ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
