"მზად ვართ, ევროპას ენერგორესურსები მივაწოდოთ"
რუსეთი მზად არის, ევროპას ენერგორესურსები მიაწოდოს, მათ შორის ამ შემოდგომასა და ზამთარში, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რუსეთის ენერგეტიკის კვირის“ ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, ამის გაკეთება შესაძლებელია ჩრდილოეთ ნაკადის გადარჩენილი ხაზით.
„მისი სიმძლავრე წელიწადში 27.5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რაც ევროპაში მთელი იმპორტის დაახლოებით რვა პროცენტია.
რუსეთი მზად არის ამ მიწოდების დასაწყებად. ბურთი, როგორც ამბობენ, ევროკავშირის მხარესაა, თუ სურთ, უბრალოდ მოუშვან ონკანი, ჩვენ არავის ვზღუდავთ. მათ შორის, მზად ვართ, შემოდგომა - ზამთრის პერიოდში დამატებითი მოცულობა მივაწოდოთ“, - განაცხადა პუტინმა.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთი არ მიაწოდებს ენერგორესურსებს იმ ქვეყნებს, რომლებიც შეზღუდავენ მათ ფასებს.
„მათთვის, ვინც ბიზნეს პარტნიორობასა და საბაზრო მექანიზმებს თაღლითობასა და უსირცხვილო შანტაჟს ამჯობინებს, მინდა ვთქვა, რომ არ ვიმოქმედებთ ჩვენივე საზიანოდ, გაითვალისწინეთ”, - აღნიშნა პუტინმა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
