ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტები ვიზისთვის და შენგენის ზონის საზღვრების გადასაკვეთად არ იყოს მიღებული
ევროკავშირის ელჩები საქართველოსა და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში გაცემული რუსული სამოგზაურო დოკუმენტების მიუღებლობაზე შეთანხმდნენ.
ევროკავშირის ინფორმაციით, დიპლომატები შეთანხმდნენ ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების მანდატზე, რაც არის პასუხი რუსეთის გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში, უკრაინაში ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები არ მიიღება ვიზის მისაღებად ან შენგენის ზონის საზღვრების გადაკვეთისთვის.
„უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიით, რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი აშკარა უგულებელყოფა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ უკრაინისა და საქართველოს ფუნდამენტური უფლებების დარღვევას დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ევროკავშირი ერთიანად და მტკიცედ დგას ორივე ქვეყნისა და მათი ხალხის გვერდით“, – აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.
ევროკავშირის განცხადების მიხედვით, ამ რეგიონებში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები უკვე არ არის აღიარებული ან არაღიარების პროცესშია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს საერთო მიდგომის ჩამოყალიბებას, გარესაზღვრის გამართული ფუნქციონირებისა და საერთო სავიზო პოლიტიკის უზრუნველყოფას და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვას.
ამ მანდატის საფუძველზე, ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა მზადაა ევროპარლამენტთან დისკუსიების დასაწყებად.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
