"დაუყოვნებლივ უნდა მოვითხოვოთ მოლაპარაკება უკრაინის ომის მშვიდობიანად დასრულებაზე"
უკრაინის ომთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის სულელური პოზიციის გამო, მესამე მსოფლიო ომი შესაძლებელია, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, არიზონას შტატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ტრამპის თქმით, უკრაინის ომის დასრულების მიზნით, აუცილებელია სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის დაცემის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია არჩევნებზე რესპუბლიკელების მხარდაჭერა.
„ახლა ჩვენ გვაქვს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, სადაც პოტენციურად ასობით ათასი ადამიანი იღუპება. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა მოვითხოვოთ მოლაპარაკება უკრაინის ომის მშვიდობიანად დასრულებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მესამე მსოფლიო ომში აღმოვჩნდებით. და ეს ყველაფერი სულელი ადამიანების გამოა, რომლებსაც წარმოდგენაც არ აქვთ. ეს ასევე გამოწვეულია იმ ტიპის იარაღით, რომელიც დღეს არის ხელმისაწვდომი. არასოდეს გვქონია ასეთი იარაღი, დესტრუქციული უნარის იარაღი, თანამედროვე იარაღი. მე ამაზე მეტი ვიცი, ვიდრე ვინმემ, იმის გამო, რომ მე აღვადგინე ჩვენი სამხედრო სფერო“, – განაცხადა ტრამპმა.
სიახლეები
- "ვის წარადგენენ ხაზარაძე და გახარია თბილისის მერობის კანდიდატად?!" - პაატა ზაქარეიშვილი
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი