დნეპროპეტროვსკზე სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა
სულ მცირე 3 ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაიღუპა უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკის საცხოვრებელ რაიონებზე რუსი სამხედროების მიერ წუხელ განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად.
ამის შესახებ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო იუწყება. მისი ინფორმაციით, დაჭრილია 5 ადამიანი, მათ შორის 12 წლის გოგო.
რეზნიჩენკოს თანახმად, მთლიანად დანგრეულია რამდენიმე კერძო სახლი და დაზიანებულია 60-ზე მეტი. მაშველები ნანგრევებში დარჩენილთა ძებნას განაგრძობენ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
